среда, 14 декабря 2011 г.

მაღალი და დაბალი შაირი "ვეფხისტყაოსანში"

პროექტის სათაური:  მაღალი და დაბალი შაირი "ვეფხისტყაოსანში"
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა წაიკითხონ–შეისწავლონ "ვეფხისტყაოსანი" გამოიკვლიონ პოემაში ის სტროფები რომელშიც გამოყენებულია ოქროს კვეთა გააცნობიერონ ოქროს კვეთის პრინციპების მნიშვნელობა განასხვაონ მაღალი და დაბალი შაირები საფუძვლიანად შეისწავლონ ოქროს კვეთა მოსწავლეებს ამით გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვების;კვლევის;ანალიზისა დაარგუმენტირებული კვლევის უნარი მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის ტემას.კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და მათ ვავალებ ერთი თვის განმავლობაში მოძებნონ პოემაში სტროფები სადაც გამოყენებულია მაღალი და დაბალი შაირები დაისწავლონ სტროფები ზეპირად და გაეცნონ ოქროს კვეთის პრინციპს.ჯგუფები მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას
მოსწავლეთა ასაკი IX კლასი .
პროექტის ხანგრძლივობა ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები; მოსწავლეები გაეცნობიან მაღალ და დაბალ შაირებსგამოიკვლევენ და დაისწავლიან იმ სტროფებს სადაც მაღალი და დაბალი შაირებია გამოყენებული.მოსწავლეებ ს გამოუმუშავდებათ კვ ლევის,ანალიზისა დაარგუმენტირებული მსჯელობის უნარი.ეს პროექტი სასარგებლოა სხვებისთვის. მოსწავლეები და მშობლები დაესწრებიან პროექტის პრეზენტაციიას და გაეცნობიან მოსწავლეთა ნამუშევრებს
სამუშაო ენა: ქართული ენა.
საგნებთან ინტეგრაცია: მათამატიკა და ქართული ლიტერატურა.
ლიტერატურა:მოსწავლე იკვლევს და იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათკომპოზიციებს.
პროექტის ავტორი: თეა სინატაშვილი. sinatashvili.t@gmail.com